აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში, არასაკმარისად მიიჩნევს.
პომპეო მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი უპირველეს ყოვლისა ევროპის გამოწვევაა, ამიტომ, მისი აზრით, ევროპელებმა იმაზე მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე ახლა აკეთებენ.
„მჯერა, რომ ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - აცხადებს პომპეო.
პომპეოს თქმით, მას პირადად სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს და ეს უფრო სწრაფად გაკეთდეს.
„აშშ-ს ადმინისტრაცია ძალიან ნელია ამ გადაწყვეტილებებში და ძალიან ზრუნავს იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოახდინოს პუტინის პროვოცირება“, - აცხადებს პომპეო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ უკრაინულმა ძალებმა ჯამში 175 ათასზე რუსი ოკუპანტი გაანადგურეს
✔️ კრემლი ვერ დაიმალება გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის სკამს მიღმა - ზელენსკი
✔️ ნიდერლანდებში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა - დაიღუპა 1 და დაშავდა 30 ადამიანი