მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედვედევი ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს. 

მისი აზრით, ამაზე პასუხი მხოლოდ ზოგიერთი „ტერორისტის“ განადგურება შეიძლება იყოს.

ამასთან, მედვედევი მანამდე იმუქრებოდა, რომ ხიდზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. 

„დანაშაულის დამკვეთი და ჩამდენი უკრაინის სახელმწიფოა. ამაზე რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება. ასე დამკვიდრდა ეს მსოფლიოში“, - აცხადებს მედვედევი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ თურქეთის წინადადება ჯერ არ მიუღიათ

👉 პუტინმა დაპირებული „დენაციფიკაცია“ ვერ შეძლო, ამან შესაძლოა, მის რეჟიმს ძირი გამოუთხაროს - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

👉 მტერი ბახმუტთან წინსვლას ცდილობს და მობილიზებულებს ფრონტზე უშვებს - უკრაინის გენშტაბი