მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მოსკოვის შემოგარენში ცნობილი ბიზნესმენი და მისი ცოლი მოკლეს

სასწრაფო დახმარების მანქანა

მოსკოვის ოლქში ბიზნესმენი ევგენი პალანტი და მისი მეუღლე ოლგა გარდაცვლილები იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი მოკლეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ბიზნესმენის და მისი მეუღლის ცხედრები დასახლება ზარეჩიეში აღმოაჩინეს. ცხედრები მათმა შვილმა აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, სხეულებზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებია აღმოჩენილი. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ევგენი პალანტს ჰქონდა წილი კომპანია „ინსტალსაიტში“, რომელიც კავშირგაბმულობის სისტემების შექმნას და მომსახურებას უზრუნველყოფს. ის ასევე აფხაზეთში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანია „ა-მობაილის“ მფლობელიც იყო.