ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას „ოქროს გუმბათს“ დაცვის ოთხი დონე ექნება. ესენია: რაკეტების აღმოჩენის და მათზე დაკვირვების და დამიზნების კოსმოსური სისტემა და მიწაზე არსებული სამი სისტემა. ესენია - რაკეტების ჩამოგდების სისტემა, რადარების მასივების სისტემა და, შესაძლოა, ლაზერული დანადგარები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც აშშ-ის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters წერს, „ოქროს გუმბათის“ ფასი დაახლოებით 175 მლრდ. ევროა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ისრაელის სისტემის, „რკინის გუმბათის“ ანალოგად განიხილავს. მისი ექსპლოატაციაში შეყვანა 2028 წელს იგეგმება.
დონალდ ტრამპი არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებს შეიძლება დაემუქროს, მაგრამ, მისი თქმით, „ოქროს გუმბათს“ შეუძლია ჩამოაგდოს რაკეტები, რომლებიც კოსმოსიდან ან მსოფლიოს სხვა ნაწილიდან არის გამოშვებული. ტრამპმა პირობა დადო, რომ ის დაასრულებს სამუშაოს, რომელიც პრეზიდენტმა რეიგანმა 40 წლის წინ დაიწყო.