მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომმა უკრაინის ბუნებას 55 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა - უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრო

უკრაინა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ქვეყნის ბუნებას 2 ტრილიონ გრივნაზე (54 მილიარდი დოლარი) მეტი ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან გრეჩანიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ბუნების განადგურებით უკრაინაში ჰუმანიტარულ კრიზისს პროვოცირებს. 

„ყველა განადგურებულ ხეს ვითვლით და ყველა გრივნას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გადაგვიხდის იმისთვის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ დაზიანებისა და განადგურების ახალი ფაქტების დადგენას. წინასწარი შეფასებით, გარემოზე მიყენებული მთლიანი ზიანი უკვე 2 ტრილიონ გრივნაზე მეტია: მასში შედის მიწის განადგურება, ჰაერის დაბინძურება, დამწვარი ტყეები და დანგრეული შენობები. რუსეთი ჰუმანიტარულ კრიზისს პროვოცირებს“, - განაცხადა გრეჩანიკმა.