მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ფრიდრიხ მერცმა ანტისემიტიზმს ომი გამოუცხადა

ფრიდრიხ მერცი სინაგოგის გახსნაზე

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ებრაელ სათვისტომოებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარებას დაჰპირდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ახალ ტალღას ვხედავთ. მე და ფედერალური მთავრობა ანტისემიტიზმს ომს ვუცხადებთ. ამას არ მოვითმენთ - ამის გამართლება ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების სახით არ შეიძლება“, - განაცხადა მერცმა მიუნხენში სინაგოგის გახსნის ცერემონიაზე.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ჰოლოკოსტის დანაშაულების აღიარების მიუხედავად, ანტისემიტიზმი გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გაქრა. გერმანიაში კი მრავალი წლის განმავლობაში ნაციონალ-სოციალიზმის დროს ჩადენილი დანაშაულების განხილვა არ მიმდინარეობდა.

გერმანიის კანცლერმა ანტისემიტიზმის ნაწილობრივ იმიგრაციის საკითხს დაუკავშირა. „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩვენ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევდით იმას, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ბოლო ათწლეულებში გერმანიაში ჩავიდა, იმ ქვეყნებიდანაა, სადაც ანტისემიტიზმი პრაქტიკულად სახელმწიფო დოქტრინაა, ხოლო ისრაელის სიძულვილს ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიან “, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს, ბელგიის ქალაქ გენტში მუსიკალური ფესტივალის, Flanders Festival-ის ფარგლებში მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი გააუქმეს და ეს იმით ახსნეს, რომ ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ისრაელელი პიანისტი ლახავ შანი, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას არასათანადოდ აკრიტიკებს.