მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთი არ აპირებს, მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გაქცეული რუსების მიღებას

სამხედრო

პოლონეთი არ აპირებს, მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გაქცეული რუსების მიღებას, -  ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა მიხალ დვორჩიკმა განაცხადა. 

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლონეთი არ ხურავს საზღვრებს პოლიტიკური შეხედულებების ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის.

„მეორე მხრივ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერთ“, - დასძინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მობილიზებულ რუსებს მომზადების გარეშე უშვებენ ფრონტზე - რუსი უფლებადამცველები

👉 შესაძლოა, პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებს რუსეთთან შეერთება გამოაცხადოს - ბრიტანული დაზვერვა

👉 „რუსეთს 10 წელი დასჭირდა პროფესიონალი არმიის შექმნისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა 8 თვე არმიას მარცხისთვის“ - კარლ ბილდტი

👉 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს არ სურთ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა, სიტუაცია დაძაბულია - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსეთი 1-ელ ოქტომბრამდე ან მის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას შეეცდება - ISW