მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი აჩქარებს იმას, რისი აღკვეთაც სურს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნატოს გაფართოების აღკვეთა სურს, რითაც ალიანსის გაძლიერებას აჩქარებს. ამის შესახებ ბლინკენმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ბლინკენის თქმით, ნატოს მოუწია შეიარაღებული ძალების გაძლიერება მას შემდეგ, რაც რუსეთი 2914 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 

ბლინკენმა, ასევე, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების გარანტიებზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვი ნატოს გაფართოების შეჩერებას და რუსეთის საზღვართან ალიანსის სამხედრო აქტივობის შეწყვეტას მოითხოვს, რაც ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, არის სრულიად მიუღებელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ვაშინგტონი კრემლის მიერ საკუთარი პოზიციის ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ხედავს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან. ამასთანავე, ბლინკენის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, მეტყველებს იამზე, რომ დიპლომატია პრობლემების მოგვარების რეალურ ვარიანტად რჩება.