მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან“ - იენს სტოლტენბერგი

 ნატოს გენერალურმა მდივანი

„რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურდა ნატოს გაფართოება. დიქტატორს სურდა ნაკლები ნატო ენახა თავისი ქვეყნის საზღვრებთან, მაგრამ მიიღო სრულიად საპირისპირო“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვის, რომელთა ნახვაც რუსეთს არ სურს.

„მას ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან“, - დასძინა სტოლტენბერგმა.