მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, არ დაემორჩილება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის ულტიმატუმს

პუტინი ტრამპი

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, არ დაემორჩილება თავისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის სანქციების ულტიმატუმს, რომლის ვადაც 8 აგვისტოს იწურება. 

მედიასაშუალებასთან საუბრისას წყაროები ამბობენ, რომ კრემლის ლიდერს უკრაინის ოთხი რეგიონის მთლიანად დაპყრობის მიზანი აქვს. 

„პუტინის გადაწყვეტილება, რომ წინსვლა გააგრძელოს, ეფუძნება მის რწმენას, რომ რუსეთი იმარჯვებს და სკეპტიციზმს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის კიდევ ერთ სანქციებს დიდი გავლენა ექნება“, - ამბობენ წყაროები. 

ორმა წყარომ კი აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს ტრამპის გაბრაზება და ესმის, რომ შეიძლება დაკარგოს ვაშინგტონთან და დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი, თუმცა მისი სამხედრო მიზნები პრიორიტეტულია.

„პუტინის მიზანია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულად ხელში ჩაგდება, რომლებსაც რუსეთი საკუთარ რეგიონებად მიიჩნევს და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება“, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.