მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მოსახლეობის 80% პუტინს ენდობა - გამოკითხვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის მოსახლეობის 80% პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ენდობა, 76.6% კი მის საქმიანობას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული. 

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამოკითხულთა 80% ენდობა, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს - 61.8%. ამასთან, გამოკითხულთა 76.7% იწონებს პუტინის საქმიანობას, ხოლო 53.3% მიშუსტინის საქმიანობას. მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 52.1%“, - აღნიშნულია გამოკითხვის შედეგებში.

გამოკითხვა 27 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 600-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა მიიღო.

იხილეთ ასევე:

👉 უკრაინის ავიაციამ მძლავრი დარტყმები მიაყენა რუს ოკუპანტებს - გენშტაბი

👉 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

👉 სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამედ აირჩიეს

👉 ჰამბურგში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა