მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები ატლანტის ოკეანეში გაუშვა

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, „ცირკონებით“ აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გაშვების ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მიიღეს.

პუტინის განცხადებით, ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტა „ცირკონს“ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„აქ და ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და დაიწყეს ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძლავრი იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა პუტინმა.

სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ასევე, ხმელთაშუა ზღვაში იცურებს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ „ცირკონს“, რომლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აღემატება, ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვა შეუძლია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ეს მაკრონის ბრალია, ყველა ჩვენი მსხვერპლი თქვენს სინდისზეა - როგოზინს სურს მაკრონს ზურგიდან ამოღებული ჭურვის ფრაგმენტი გაუგზავნოს

✔️ უკრაინელები აგრძელებენ კონტრშეტევას სვატოვე-კრემინას მხარეში, ოკუპანტები კი აძლიერებენ ჯგუფებს დონეცკის მახლობლად - საბრძოლო რუკა

✔️ „2-3 თვეში დავმარხავთ“ - არესტოვიჩი რუს მობილიზებულებზე

✔️ რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის კოლონია გახდეს - დანილოვი

✔️ რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას ომში 2023 წელს - ექსპერტთა შეფასებები