მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, კერძოდ ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში.

ამას გარდა, ერდოღანმა კვიპროსის საკითხში ახალი და კონკრეტული ნაბიჯების საჭიროების შესახებ განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, კრემლი ჯო ბაიდენის მოლაპარაკების პირობებს არ დათანხმდება - პესკოვი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები

👉 ოკუპანტები ვერ შეცვლიან ომის მიმდინარეობას და გარანტირებული აქვთ წაგება - არესტოვიჩი

👉 რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რადგან ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW