მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსული დრონების შეტევის ობიექტი უკრაინაში სარკინიგზო სადგური გახდა

დაბომბილი მატარებელი უკრაინაში

უკრაინის სუმის ოლქის შოსტკინოს სათვისტომოში რუსულმა დრონებმა შეტევა სარკინიგზო სადგურზე განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საჰაერო იერიში შოსტკა-კიევის მატარებელზე იყო მიტანილი. დაჭრილია 8 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ,

ადგილობრივი ტელეგრამ-არხის ცნობით, საერთო ჯამში დაჭრილია 30 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანების მასშტაბები და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

კომპანიის, „სუმიობლენერგოს“ ცნობით, ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ქალაქ შოსტკას და შოსტკინოს რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.