მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ერთი დასახლება აიღეს

რუსული ძალების შეტევა დონეცკის ოლქში

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში დასახლება ზატიშოკი აიღეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ასევე რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს ბელიცკის, ნოვომარკოვოს, დალიევკის და ალექსანდრო-კალინოვიოს მიდამოებში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დასახლებები ნოვოხატსკოე და ტოლსტოე აიღეს, რომლებიც ვოლნოვახის რაიონში მდებარეობენ.

ასევე რუსული ძალები დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე დასახლება დაჩნოეს უტევენ. ამჟამად ეს დასახლებული პუნქტი ე.წ. „რუხ ზონაში“ მდებარეობს.