მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსულმა ძალებმა უკრაინის რკინიგზაზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს

დაბომბილი მატარებელი უკრაინაში

რუსულმა ძალებმა კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს უკრაინის რკინიგზაზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეტევის გამო მატარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. რკინიგზის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და მატარებლების მოძრაობის გასაგრძელებლად უკრაინის რკინიგზამ 20 სარეზერვო თბომავალი აამოქმედა.

კომპანია „უკრზალიზნიცას“ უფროსმა ალექსანდრე პერცოვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის რკინიგზაზე საჰაერო  შეტევები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

რუსული ძალების მიერ გაშვებული „შახედები“ უტევენ საკვანძო სადგურებს, ელექტროენერგიის ქვესადგურებს, ლოკომოტივების დეპოებს და სამგზავრო სადგურებს.

უკრაინაში ავიამიმოსვლის არარსებობის გამო ძირითადი სატრანსპორტო გადაზიდვები სარკინიგზო და სამანქანო ტრანსპორტით ხორციელდება.