მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საბჭოთა კავშირის მოყვარულებო, გილოცავთ, თქვენი ოცნებები ახდა... საკვების სრული დეფიციტი გელოდებათ“ - უკრაინელი ექსპერტი

უკრაინელი ექსპერტი

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გამოვიდნენ ქუჩებში, გააპროტესტონ პუტინის პოლიტიკა ან უსასრულო დროით დარჩნენ ტოტალიტარულ რეჟიმში, სადაც მათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დიდი ხანი მოუწევთ სანქციებთან ერთად თანაცხოვრება“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა, „ეკონომიკური სადისკუსიო კლუბის“ წევრმა იგორ გარბარუკმა განაცხადა.

ექსპერტის თქმით, დევალვაცია, დეფოლტი და დეფიციტი, ეს ის ტერმინებია, რომლებსაც რუსები უნდა შეეგუონ. 

„დევალვაცია, დეფიციტი, დეფოლტი – ეს ის ეკონომიკური ტერმინებია, რომლებსაც რუსები უნდა შეეგუონ. ეს სიტყვები დიდხანს იქნება მათი ქვეყნის ცხოვრებაში, მათ ყოველდღიურობაში. რუსეთის ეკონომიკის შესახებ რწმენა ილუზორული აღმოჩნდა და ჰაერში საპნის ბუშტივით გასკდა“, - აცხადებს ექსპერტი. 

ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ყოველდღიურად განიცდის დიდ ფინანსურ ზარალს, შესაბამისად არავინ იცის რამდენ ხანს ეყოფა კრემლს რესურსი უკრაინაში ომის საწარმოებლად. 

ეკონომისტის თქმით, პანიკა და შიში თავად რუსებში ხელს შეუწყობს რუსეთის ეკონომიკის „დასრულებას“, ამას ადასტურებს, კერძოდ რუსების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათი ანგარიშებიდან ამოღებული ტრილიონ-ნახევარი რუბლი.

გარბარუკის თქმით, რუსები თავიანთი ტანკებით არამხოლოდ ანადგურებენ უკრაინის ტერიტორიას, არამედ თითოეული მოქალაქის პირად კეთილდღეობას. 

„საბჭოთა წარსული მოყვარულებისთვის, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, გილოცავთ თქვენი ოცნებები ახდა. თქვენი ახალი რეალობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ძირითადი საქონლისა და ხარისხიანი საკვების სრული დეფიციტი იქნება. თქვენს ქვეყანაში აშენებული ყველა საწარმო და ქარხანა იყენებს იმპორტირებულ ნედლეულს და კომპონენტებს, რომლებიც შეძენილია საზღვარგარეთ... ეს აღარ გექნებათ. 

სრული უმუშევრობა, გაზრდილი გადასახადი, სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების დაგვიანება, ეკონომიკის სრული კრახი, სიღარიბე, დეფოლტი, ეს არის, ის რაც გელოდებათ“, - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. 

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ყოველდღიურად რუსეთის ბაზარს არაერთი საერთაშორისო კომპანია ტოვებს. კომპანიები მხარს უჭერენ აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ბოიკოტს.