მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შიმშილობის გამოწვევისთვის მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ფედერაციას მკაცრი პასუხი პასუხი მოსთხოვონ. ამის შესახებ ზელენსკიმ სასურსათო უსაფრთხოების შესახებ მაღალი დონის შეხვედრის დროს განაცხადა. 

 „ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც შიმშილის პროვოცირებას ახდენს, ცდილობს ამის იარაღად გამოყენებას პასუხი უნდა აგოს. რუსეთს სურს სასურსათო კრიზისის შექმნა და შიმშილობა ერთგვარ იარაღად აქციოს და შემდგომ ეს გამოიყენოს. 

ჩვენ მუდმივად ვიბრძვით ამის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, იყოთ სოლიდარული. მხარში დაგვიდექით, იმისთვის რათა ყველა ადამიანი და ქვეყანა შიმშილობის შესაძლოა საფრთხისგან იყოს დაცული“, - აცხადებს ზელენსკი.