მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში სურთ აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანონ

აბორტის აკრძალვა ოკაჰომას შტატში

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის დეპუტატთა ჯგუფი კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში აბორტის უფლების შეტანას გულისხმობს. ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ორი წევრის განცხადებაშია ნათქვამი. წერს European Pravda საინფორმაციო სააგენტო AP-ზე დაყრდნობით.

„რაც მოხდა სხვაგან, არ უნდა მოხდეს საფრანგეთში”, - აცხადებს პარლამენტის წევრი მარი-პიერ რიქსენი.

კანონპროექტში დებულება იქნება, რომელიც გამორიცხავს ქალისთვის ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 50 წლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ქალებს აბორტის უფლებას აძლევდა.

საფრანგეთში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კატასტროფა უწოდეს. 

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოლიდარობა გამოუცხადა ქალებს აშშ-ში და განაცხადა, რომ  ეს ძირს უთხრის ქალთა თავისუფლებას.

„აბორტი ყველა ქალის ფუნდამენტური უფლებაა. ის დაცული უნდა იყოს“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტვიტერზე.

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში:

👉 გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა საქართველოში აბორტი აკრძალული?