მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთი კოსოვოში თუ შეიჭრება, ჩვენ კოსოვოელები უნდა დავიცვათ - ალექსეი გონჩარენკო

ალექსეი გონჩარენკო რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინამ კოსოვოელები უნდა დაიცვას. 

გონჩარენკოს თქმით, უკრაინა მზად არის შეიარაღებული ძალებით იმოქმედოს. 

„თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზადაა იმოქმედოს შეიარაღებული ძალებით. სერბეთი ცდილობს წამოიწყოს აგრესიული ომი, ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი პუტინის ტროას ცხენია ევროპაში. ომი საშინელებაა, ყველგან მსოფლიოში“, - აცხადებს გონჩარენკო. 

ამასთან, მისივე თქმით, სერბეთის ომი კოსოვოსთან არის პუტინის ომი ევროპასთან.

„სერბეთის ომი კოსოვოსთან არის პუტინის ომი ევროპასთან. ჩვენს საუკეთესო ინტერესებშია გამარჯვება.  დრო დადგა სწრაფად, ძლიერად და მკაცრად მოქმედების. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად დავეხმარებით მსოფლიოს ყველა ერს აგრესიისა და ომისგან თავი დაიცვან. ასეთი ახლა ჩვენი როლი“, - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო.