მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოლცი - უკრაინა იღებს იარაღს, რომელიც გერმანულ ჯარსაც კი არ აქვს

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

შოლცის თქმით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღეებიდან გერმანია უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებს. 

„ჩვენ მივაწოდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა: ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები, ნაღმები, იარაღი, ტონა საბრძოლო მასალა და არალეტალური დახმარება. შემდეგ გადავედით უფრო რთულ და ძვირად ღირებულ სისტემებზე. თვითმავალი ჰაუბიცები, მრავალჯერადი გამშვები რაკეტები, კონტრ-ბატარეის რადარები... ზოგიერთი ეს სისტემა იმდენად ახალია, რომ ძალიან ცოტა მათგანია წარმოებული და ზოგიერთი მათგანი ბუნდესვერში არც არის“, - აცხადებს შოლცი. 

მანვე დასძინა, რომ გერმანია ასევე უზრუნველყოფს უკრაინელი ეკიპაჟების მომზადებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, სანამ ეს მათ დასჭირდებათ“, - აცხადებს შოლცი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „სამართლიანობა აღსრულდა“ - აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს