მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შტატები ახლა კიდევ უფრო უსაფრთხოა“ - თეთრი სახლი ალ-ზავაჰირის მკვლელობას გამოეხმაურა

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრი სახლი აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერის ალ ზავაჰირის მკვლელობას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმატებას. თეთრ სახლში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ახლა კიდევ უფრო უსაფრთხოა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება მართებული იყო, როდესაც თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდებოდა ათიათასობით ჯარისკაცის ყოლა ავღანეთში. 

„20 წლიანი ომის პერიოდში იბრძოდნენ და იღუპებოდნენ. ეს დასრულდა“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. 

ბაიდენის ადმინისტრაციის ცალკეულმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტის ლიკვიდირების დროს ვინმე დაშავდა. 

ალ-ზავაჰირის ლიკვიდირებას ჯო ბაიდენმა „სამართლიანობის აღდგენა უწოდა“. 

ალ-ზავაჰირი მოკლეს 30 ივლისს, საღამოს 21:48 საათზე, ქაბულის ცენტრში, მისი სახლის აივანზე. ბაიდენს პირველად ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფლის შესახებ პირველად აპრილში აცნობეს. 

ამავე თემაზე: 

🔴  ვინ იყო ალ-ზავაჰრი და რატომ მოკლა ის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა?

🔴 „სამართლიანობა აღსრულდა“ - აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს