მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიცოცხლის მომხრე ვარ“ - ლუიზიანას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ლუიზიანას გუბერნატორი

ლუიზინას გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სიცოცხლის მომხრეა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, მკაცრად დაჯარიმდებიან ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც აბორტის პროცედურას ჩაატარებენ. 

რაც შეეხება ჯარიმებს, მანამდე კი კლინიკებს და მედიცინის მუშაკებს, რომლებიც მანიპულაციას ატარებდნენ, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 5000-დან 50000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებოდათ, ახლა კი ახალი კანონპროექტის შესაბამისად საუბარია 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და  10 000-დან 100 000 დოლარამდე ჯარიმაზე. 

ამასთან, ქალი, რომელმაც აბორტი გაიკეთა,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა. 

„ჩემი პოზიცია აბორტთან დაკავშირებით ურყევია, მე ვარ სიცოცხლის მომხრე“, - აცხადებს გუბერნატორი. 

გარდა ამისა, ოკლაჰომის შტატის კონგრესმა ხმა მისცა კანონპროექტს აბორტის, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის თაობაზე. აბორტის უფლებების შეზღუდვის კამპანია უმეტესად რესპუბლიკელი გუბერნატორების მიერ მართულ შტატებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აბორტის ლეგალიზება ფედერალურ დონეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა.

აბორტის აკრძალვას, ცნობილი კანადელი მწერალი, „მხევლის წიგნის“ ავტორი მარგარეტ ეტვუდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს მონობაა, როცა სხვის სხეულს და მასზე კონტროლს ისაკუთრებ, მერე კი ამ მითვისებით ხეირობ“. 

„ქალებს აბორტის გაკეთებას არავინ აძალებს. არც მშობიარობა უნდა დააძალოს მათ არავინ. თუ გსურთ, დააძალეთ, მაგრამ თავისი სახელი მაინც დაარქვით. ეს მონობაა, როცა სხვის სხეულს და მასზე კონტროლს ისაკუთრებ, მერე კი ამ მითვისებით ხეირობ“, - აცხადებს ეტვუდი.