მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი დატოვეს

სომეხი სამხედროები ყაზახეთში

სომხეთის სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი დატოვეს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით ქალაქ ალმატიდან სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომლითაც სომეხმა სამხედროებმა ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაიყვანეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი ყაზახეთში 100-მდე სამხედროს აგზავნის.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთიდან ტაჯიკეთის და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალებიც გავიდნენ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში პრეზიდენტ ტოკაევის თხოვნით მას შემდეგ გაიგზავნა,  რაც 2 იანვარს ქვეყანაში არეულობა და სისხლიანი შეტაკებები მოხდა.