მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთში ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს.

კითხვაზე, ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 48.6%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს.

„ერდოღანი, როგორც ჩანს, მიუახლოვდა იმ შედეგს, რომლითაც მან 2018 წლის არჩევნები მოიგო“, - წერს გამოცემა.

რაც შეეხება ოთხივე მთავარი კანდიდატის შესახებ გამოკითხვას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

👉 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 48.6%

👉 კილიჩდაროღლუ 44.1%

👉 ინჯე – 4.3%

👉 ოღანი - 3%

მედიის ცნობით, გამოკითხვა ცენტრმა, „ოპტიმარმა“ 25-28 აპრილს ჩაატარა. გამოკითხვაში 3 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.