მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაილანდის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა

ტაილანდის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა

ტაილანდში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის მოზარდია.

მედიის ცნობით, ყველა დაღუპული ტაილანდის მოქალაქეა.

საქმის გამომძიებლის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება დაწყებულია.