ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კირკის მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან.
კონსერვატორ აქტივისტს ჩარლი კირკის 10 სექტემბერს Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
რამდენიმე საათში კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.