მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტრამპი: ვაშინგტონში თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ

დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მკვლელობის საქმეებში დამნაშავეების მიმართ სიკვდილით დასჯის დაწესებას მხარს უჭერს. 

ტრამპი ამბობს, რომ ეს „ძალიან ძლიერი პრევენციული ღონისძიებაა“. 

„თუ ვინმე ვაშინგტონში მკვლელობას ჩაიდენს, ჩვენ მის სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ... ყველა, ვინც ეს მოისმინა, ამას ეთანხმება. არ ვიცი, ქვეყანაში ამისთვის მზად ვართ თუ არა, მაგრამ გვექნება თუ არა ეს? - სხვა არჩევანი არ გვაქვს. ასე რომ, თუ ვაშინგტონში ვინმე ვინმეს მოკლავს... ეს სიკვდილით დასჯაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

ვაშინგტონში ამჟამად სიკვდილით დასჯა არ არსებობს.