აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებს აცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებისთვის გახსნილია, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ მოლაპარაკებაზე ტერიტორიების გაცვლის საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
ევროპელ ლიდერებთან 6 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ალბათობა დადებითად შეაფასა.
რა იგულისხმება „ტერიტორიების გაცვლაში“, უცნობია. ადრე ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას პრეტენზიები აქვს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შენარჩუნებაზე და ასევე, რუსეთს უნდა შეუერთდნენ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები. არსებობს სხვა გეგმაც, რომლის მიხედვით რუსეთი კონტროლს ინარჩუნებს ყირიმზე და ოთხი ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს.