მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი ბირთვული ენერგიის მქონე ქვეყნების ლიგაში შევიდა - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვებით, თურქეთი ბირთვული ენერგეტიკის მქონე ქვეყნების ლიგაში შევიდა. 

„ჩვენი ქვეყანა, მართალია 60-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ შევიდა იმ ქვეყნების მსოფლიო ლიგაში, რომლებიც ბირთვულ ენერგიას ფლობენ“, - განაცხადა ერდოღანმა ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე.

ერდოღანი იმასაც დასძენს, რომ ელექტროსადგურის ყველა ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, თურქეთის ელექტროენერგიის საჭიროების 10 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი.