მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა

ფინეთი-შვედეთი-ნატო

თურქეთი თანახმაა, ნატოში გასაწევრიანებლად ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს მხარი დაუჭიროს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტეს განცხადებით, გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ  ერთობლივ მემორანდუმს -  „ერთმანეთის უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად“  ხელი მოაწერეს.  

აღსანიშნავია, რომ სკანდინავიურმა ტანდემმა ფინეთ-შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი ერთობლივად მაისში შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში 28-30 ივნისს ნატოს სამიტი იმართება, მადრიდში იმყოფება თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენიც.