მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა 10 000-ს მიაღწიოს - აშშ-ის გეოლოგიური სამსახური

მიწისძვრა თურქეთში

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 10 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ CNN იტყობინება. 

👉 მიწისძვრის შედეგად განადგურებული თურქეთის ქალაქები (კადრები ადგილიდან)

USGS-ის ინფორმაციით, მოდელირება კეთდება, რომელიც დაფუძნებულია რეგიონში ისტორიულად დიდ მიწისძვრებზე, ყველაზე ძლიერ რყევებსა და ველაზე მძიმე დარტყმის ზონებზე. 

„მაღალი მსხვერპლი და დიდი ზარალი სავარაუდოა, რომ გაიზარდოს. ამ რეგიონის მოსახლეობა ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც უკიდურესად დაუცველია მიწისძვრისგან“, - ნათქვამია ანგარიშში. 

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ იქნება 1-იდან 10 მილიარდ დოლარამდე, რამაც შეიძლება თურქეთის მშპ-ს 2%-ს მიაღწიოს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა და 5385-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

ამავე თემაზე: 

👉 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

👉 ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

👉 თურქეთის მიწისძვრა 130 ბირთვული ბომბის სიმძლავრეს უდრიდა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება