მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„უკრაინასთან ომი არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არ გვსურს, ნატომ უსაფრთხოების გარანტიები ახლავე უნდა მოგვცეს“ - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, ომი რუსეთის არჩევანი არ არის და ნატომ ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმის გარანტიები მათ ახლავე უნდა მისცეს. 

„უკრაინასთან ომი არ არის ჩვენი არჩევანი, ჩვენ ეს არ გვინდა. დასავლეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელიც მოსკოვის მომავალ ქმედებებს განსაზღვრავს. 

ნატომ ცივი ომის შემდეგ რუსეთი გაფართოების 5 ტალღით უკვე „მოატყუა“ და შეერთებული შტატები რუსეთს თავისი რაკეტებით მოუახლოვდა. ნატომ გარანტიები უნდა მოგცეს და ეს ახლავე უნდა მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოსთხოვა, რომ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი თქვას და რუსეთის საზღვრების მიმდებარედ მისი დანაყოფების გაყვანის შესახებ მოსკოვს გარანტიები მისცეს. 

ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა კიევი მტრული რიტორიკის ქარცეცხლში გაახვია, რის გამოც უკრაინა ნატოში მიღებასა და ალიანსისგან დახმარებას ითხოვს. 

გარდა ამისა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს და ნატოს დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

🔴 „რუსეთის განცხადება მიუღებელია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება“ - დავით ზალკალიანი

🔴 „ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, რომ ეს პუტინს არ სურს“ - დმიტრო კულება

🔴 „ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დონბასში, ეს გენოციდს ჰგავს“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 „უკრაინის კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციას არ აპირებს

🔴 ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე გამოჩნდა