მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი

G7 ქვეყნების ლიდერები სამიტზე კიევის „მარშალის გეგმას“ განიხილავენ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის აღსადგენად მილიარდები იქნება საჭირო. ამის შესახებ Associated Press წერს. 

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის აღდგენისთვის საჭირო იქნება მილიარდობით დოლარი.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელება მოითხოვს ევროპის ქვეყნებისა და სხვა დონორების კონსოლიდაციას. 

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ისინი მოიწვევენ ექსპერტთა კონფერენციას უკრაინის აღდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 

ამავე თემაზე: 

🔴 ეს გამორიცხულია - პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ სამხედროებზე გაცვლის შესახებ

🔴 „პუტინს ძვლის კიბო აქვს“ - არესტოვიჩი