კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, უნგრეთსა და უკრაინას შორის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ყოველთვის უჭერდა მხარს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.
„„დრუჟბას“ არსებობა ამ ეტაპზე, მთლიანად უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.