მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინული დრონი

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინთეზზე“ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ლენინგრადის ოლქში გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კირიშიზე. მისი ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 7 დრონი ჩამოაგდეს. სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა აალების ლიკვიდირება მოახერხეს. გუბერნატორმა არ დააკონკრეტა, თუ სად გაჩნდა ხანძარი.

„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, საწარმოს გარშემო ეკოლოგიური სიტუაცია ნორმის ფარგლებშია.