ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი , რუსული ძალების მიერ სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დარტყმას.
„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, მაშინ, როდესაც მისი ხალხი რუსეთის ბარბაროსობის შედეგად კვლავ ტანჯვას განიცდის. შოსტკას რკინიგზის სადგურიდან გავრცელებული შოკის მომგვრელი კადრები რუსეთის წინდაუხედავ მზაობას აჩვენებს, რომ სამოქალაქო პირები მიზანში ამოიღოს. ევროკავშირმა და მისმა გლობალურმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, სანამ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ დათანხმდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
The EU stands with Ukraine as its people once again suffer at the hands of Russian barbarity.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 4, 2025
The shocking scenes emerging from Shostka railway station highlight Russia’s reckless and continued willingness to target civilians.
The EU and its global partners must continue… https://t.co/jDVRkhFlzN