ვაშინგტონში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე მისულ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აქტივისტებმა „თანამედროვე დროის ჰიტლერი“ უწოდეს.
9 სექტემბერს ტრამპი ვაშინგტონში რესტორან Joe’s Seafood, Prime Steak & Stone Crab-ში იმყოფებოდა ვახშამზე, რა დროსაც მას აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პალესტინის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
ტრამპთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი, ომის დეპარტამენტის მდივანი პიტ ჰეგსეთი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.