მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის“ შესახებ პეტიციას უპასუხა. კერძოდ, მან პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს პეტიციაში წამოჭრილი საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე, სხვა საკითხებთან ერთად, იზომება სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის პასუხშია აღნიშნული, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის თანხმობაზე, საომარი მდგომარეობის დროს კი, კონსტიტუციის ცვლილება არ ხდება.

„ამასთანავე, მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მივმართე უკრაინის პრემიერ-მინისტრს თხოვნით, განიხილოს ელექტრონული პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობოს შესაბამისი შედეგების შესახებ“, – ვკითხულობთ ზელენსკის პასუხში.