მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზელენსკი: პრიორიტეტები სრულიად ნათელია, რუსეთი უნდა წამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრის შესაძლო საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ გადამწყვეტი დეტალები. პრიორიტეტები სრულიად ნათელია. პირველი – მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე – ეს არის ფორმატი ლიდერებისთვის, რომ შეხვედრამ ხელი შეუწყოს ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას.

ჩვენ უკრაინაში არაერთხელ ვთქვით, რომ რეალური გადაწყვეტილებების ძიება შეიძლება, აღმოჩნდეს ნამდვილად შედეგიანი სწორედ ლიდერების დონეზე. საჭიროა, განისაზღვროს დრო ასეთი ფორმატისთვის, საკითხების წრე. მესამე – უსაფრთხოების გრძელვადიანობა. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“, - წერს ზელენსკი ტელეგრამზე. 

ინფორმაციისთვის, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.