მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზელენსკი: თურქეთთან, სპარსეთის ყურის და ევროპის ქვეყნებთან კონტაქტი გვექნება, მათ რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ

ვოლოდიმირ ზელენსკი

„ამ კვირაში თურქეთთან, სპარსეთის ყურის და ევროპის ქვეყნებთან კონტაქტი გვექნება, მათ რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინული მხარის მხრიდან ყველაფერი მზად იქნება, რათა ომი დასრულდეს. 

„ჩვენი მხრიდან, ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება ომის დასასრულებლად. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა დაადასტურონ ეს. მომავალში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების – პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების – ნებაზე, მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე. საჭიროა ახალი ნაბიჯები, ახალი ზეწოლა: სანქციები, ტარიფები“, - აცხადებს ზელენსკი.