პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გიორგი გაბუნიამ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ისტორიასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ანსამბლი „რუსთავი“ ღირსეულად აგრძელებს ანზორ ერქომაიშვილის დაწყებულ საქმეს, თაობიდან თაობას გადასცემს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციას.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.