საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) როლს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში და აღნიშნეს, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი იყო საქართველოს მიერ პაბსეკის თავმჯდომარეობის გადმობარება.
„მიმდინარე წელს საქართველო ბულგარეთისგან გადმოიბარებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარეობას. საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ასამბლეის დღის წესრიგი და დავგეგმეთ ღონისძიებები, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩატარდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.