
„მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული.
„ამისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც მიმდინარე რეფორმის ნაწილია. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამან არ იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე.
ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - აცხადებს გიორგი გახარია.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
🧐 გახარია: რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს