მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ბელარუსის ელჩი

საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. 

ანატოლი ლისი დიპლომატიურ უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ეს იყო ოფიციალური თბილისის პირველი რეაქცია აფხაზეთიდან გავრცელებულ კადრებზე, რომლის თანახმად ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა

✔️ რუსეთიდან წასულების სიები დგება - ვიაჩესლავ ვოლოდინი