მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი, ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი ასევე ოპოზიციონერ ნინო ბურჯანაძეზე წერს და მას მოღალატეს და სამშობლოს ცრუ დამბეზღებელს უწოდებს.

„ნინო ბურჯანაძე ტვ ეთერში - ვციტირებ: „ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს იქნება ბურჯანაძე“... ვახ, არ წაიღეს ტვინი ამ ქვეყნის ღიად და „დახურულად“ მოღალატეებმა და „მაყუთჩიკებმა“. ერთმა რუსეთიდან პუტინის ფულით „იქველმოქმედა“ და მერე სამშობლოს გაცვლა მოგვთხოვა „ამ ქველმოქმედებაში“, მეორემ - ქალმა პოლიტიკანმა, არც იქველმოქმედა პირდაპირ ლარად „წეიღო“ სახელმწიფო ქონება, მერე კრემლის ტვ ეთერში საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალა, ჩვენ ვბომბავდითო გორსო, ჰოდა ახლა „პოსტ პუტინურ სკაზკას“, ანუ ზღაპრებს ვისმენთ ნირწამხდარი პოლიტიკანი ბურჯანაძისგან, „ლარიანი“ აგარაკიდან, ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ბურჯანაძეო, ვახ, მართლა არ წაიღეს ტვინი და საქართველოს ქონება - ტყე და მთა არ დატოვეს, არც პური და ხორბალი ამ ქაჯებმა, ვისაც რამდენიც შეეძლო...

ნუ „ტვინიც“ და ეშმაკობაც და ცბიერებაც თვლით არის, ამაში - ცბიერებაში ნაღდად ივანიშვილი პირველია, ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა. აი, მოღალატეობრივ გზას კი ერთნაირად გადიხართ კრებსითი „ყორღანაშვილები“. ასე ,რომ „მოღალატეობრივ დოღში“ ერთმანეთს უსწრებთ, აქედან ერთი უფრო ეშმაკი-ცბიერია და ეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილია. ეს ქალი პოლიტიკანი კი ღიად სამშობლოს ცრუ დამბეზღებელი, აი, ოდესმე რომ ღირსებოდა და აერჩია ხალხს, საშუალება მიეცათ მისთვის, კაცმა არ იცის, რომელი აჯობებდა, შეიძლება ხალხს რომ საშუალება მიეცა, ალბათ, ბურჯანაძე აჯობებდა ძარცვა-მომხვეჭელობით და „ქუჩაში 500 კაცი რომ მოკვდესო არაუშავსო“, ამითიც, (გამომდინარე ერთ ლარად წაღებული აგარაკიდან, ასე ვფიქრობ - უეჭველად ბურჯანაძე აჯობებდა). „ბელა ჩაო ჩაო ჩაო“ ჩემო გაყიდულო ნაწილ-ნაწილ დაფლეთილო, მოღალატეების „დოღში“ ერთ ლარად აგარაკში გაცვლილო, გათელილო საქართველოვ“, - წერს ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა დონბასში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პრიგოჟინი მანიპულირებს „სოლედარის მიტაცებით“ და „ამცირებს“ რუსეთის არმიას - ISW