მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს პლენარული სხდომა გაიმართება

სხდომათა დარბაზი

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენა იქნება, რომელსაც როგორც მმართველ გუნდში აღნიშნეს, მხარს აღარ დაუჭერენ და კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

„როგორც წესი საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამას გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

ამავე თემაზე: 

🔴 შეუძლია თუ არა პარლამენტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევა? - კონსტიტუციონალისტის განმარტება