მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს - ზურაბ ჯაფარიძე ოლივერ ვარჰეიზე

ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვარჰეი საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს „ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს“.

„ვუსმინე ევროკომისარს, დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო,
ანუ არ იცის, რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე.

მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განახვავებით
მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული, რა ხდება საქართველოშიო.

სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი.

ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი, ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს „პროევროპული“ იმიჯი.

გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი. სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით. პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში იმყოფება. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მსოფლიო სულ უფრო მეტად ცდილობს ისტორიის გადაწერას, რუსული საზოგადოების დაყოფას და დასუსტებას - ვლადიმერ პუტინი

👉 „უკრაინის ნაციზმისგან გათავისუფლება მსოფლიოს უსაფრთხოებას დაუბრუნებს“ - ნიკოლაი პატრუშევი

👉 „უკრაინის მოთხოვნა მოლაპარაკებებზე არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“ - სერგეი ლავროვი

👉 სერბეთი და კოსოვო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშიში კრიზისის ზღვარზე არიან - ბორელი

👉 ლუგანსკის რაიონში უკრაინული ძალები მტერს წესებს კარნახობენ, ხერსონის სცენარი ახლა ამ მიმართულებით მიმდინარეობს - ალექსეი არესტოვიჩი