მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამჭვირვალობის კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან იქ არ არიან დაზომბირებული სტუდენტები - ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია

ევროპელი სოციალისტების დეპუტატის ფრიდონ ინჯიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-8 მარტის აქციებზე მოქმედებისთვის უმაღლესი შეფასება ეკუთვნის, კანონის უზენაესობის მხრივ კი ხელისუფლებას - ნული, რადგან მისივე თქმით, სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო ყველა.

ამასთან, ინჯია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის განხილვა ქუთაისში რომ ყოფილიყო, მას მიიღებდნენ, რადგან იქ „დაზომბირებული“ სტუდენტები არ არიან. 

„მარტო იმ დესტრუქციული ძალების ქმედებამ, რომელიც იყო 7-8 მარტს, რა განაპირობა, რა მივიღეთ ჩვენ იმ რიტორიკიდან, იმ ექსტრემალური სიტუაციიდან რაც იქ იყო? ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმში შევარდნაში 15-იდან 18 წლამდე მისცეს, დასაჯეს და თქვენ, მართლაც რომ იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმაღლეს შეფასებას, მაგრამ მერე, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, თქვენ ნოლი - რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯოთ, ხომ უნდა დაისაჯოს ის, ხომ უნდა იყოს ეს მაგალითი? ეს ნაწილი გამოგრჩათ თქვენ. რეგიონებში ვიყავი ამ დღეებში, სრული მხარდაჭერა გაქვთ. აი, ეს კანონპროექტი გამჭვირვალობაზე ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, იმიტომ, რომ იქ არ იყვნენ იმ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები და ის სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ“, - განაცხადა ინჯიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

იხილეთ ასევე:

👉 აქ არ მოვსულვარ სამტროდ, მოვედი თხოვნით, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი - თამარ ჩარკვიანი ღარიბაშვილს

👉 „ღამე რა გესიზმრებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არ გვაინტერესებს“ - სანიკიძე ღარიბაშვილს

👉 ერთი სიტყვა სადმე ნათქვამი გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული? არადა, როგორ გვჭირდებოდა - თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეზე

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენი „ალტერ ეგო“ გახდა და გაუგებარია თქვენგან რით განსხვავდება“ - მეგრელიშვილი ღარიბაშვილს