„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ დაასახელა.
საბოს განცხადებით, გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს.
დღესვე, დაასახელეს თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.
პარტიის ვიცე-მერობის კანდიდატად კი ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინეს.